Sunday, May 21, 2023

2022-2023 სასწავლო წლის აქტივობები

ფაბლაბის ლაბორატორია

ჩემი ინიციატივით, დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის მხარდაჭერით სკოლაში შეიქმნა ფაბლაბის ლაბორატორია, რომლის საშუალებით  2023-2024 სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესში დავნერგავთ STEAM მიმართულების პროექტებს. 

ლაბორატორიაში გვაქვს 3D პრინტერი, 3D  კალამი, გრავირების აპარატი.



პროექტი ,,რობოტების გეომეტრია" - ინტეგრირებული პროექტი მათემატიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

პრეზენტაცია მოსწავლეთა ნამუშევრებით.

მოსწავლეთა ნამუშევრები, Scratch-ის საშუალებით განხორციელებული პროექტები:

მოსწავლეთა  ნამუშევრები  პროექტის  ფარგლებში:
1. მრავალკუთხედები;


2. გეომეტრიული ფიგურები;
მოსწავლეთა მიერ შესრულებული დამოუკიდებელი პროექტები:


3. სამკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა;
( სავარჯიშო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მათემატიკაში);


4.  მართკუთხედის პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლა
( სავარჯიშო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მათემატიკაში);


5.  მარტივი არითმეტიკა - რესურსი I კლასელთათვის;


6. თამაში სისწრაფეზე - რიცხვების შეკრება 1000-ის ფარგალში
(სავარჯიშო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მათემატიკაში);


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტ ,,ტექნოლოგიური კლუბების" ფარგლებში წარმატებით გავიარე TOT ტრენინგები ,,3D მოდელირება" და ,,FrontEnd Development". ავიღე შესაბამისი ტრენერის სერტიფიკატები. ამჟამად ვაგრძელებ სკოლის ტექნოლოგიების კლუბში 3D მოდელირების სწავლებას, ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტის ფარგლებში, რომლის ინიციატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.



No comments:

Post a Comment